განთავსება

"ბიოლის" სტუმრობა იწყება აეროპორტში დახვედრით და კურორტამდე ტრანსპორტირებით.

დამსვენებლებისთვის განკუთვნილია სამი კომფორტული ნომერი კომპლექსში, ასევე თერთმეტი ორადგილიანი და ორი საოჯახო ტიპის კოტეჯი, რომლებიც ულტრათანამედროვე smart ტექნოლოგიით და ეკოლოგიურად სუფთა მასალითაა აშენებული. კოტეჯებისა და კომპლექსის ნომრების აივნებიდან თბილისისა და მიმდებარე ლანდშაფტის საუცხოო ხედებია გადაშლილი.

კოტეჯებში ყველა პროცესის მართვა პულტით არის შესაძლებელი. ყველა ნომერი ელექტრო გათბობის სისტემითაა აღჭურვილი. შუშის კედლები სამი მხრიდან იხსნება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ულამაზეს ტყეში დასვენებით მიღებულ სიამოვნებას.

ნომრები აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული ავეჯითა და შესაბამისი აქსესუარებით. ბალიშისა და საბნის, ასევე მატრასის ტიპის შერჩევა ხდება სტუმრის სურვილის მიხედვით. 

ოთახის არომატის (ფორთოხალი, ევკალიპტი, თავშავა, ზამბახი, ილანგ ილანგი, ფიჭვი, სოჭი), თეთრეულის (ბამბა ან ტილო), საბნისა და ბალიშების (სინტეპონი, ბუმბული ან სამკურნალო მცენარეების შიგთავსი) შერჩევა ასევე ხდება სტუმრის სურვილის შესაბამისად.

ერთი ღამით განთავსების ფასია:

განთავსება

1 ადამიანზე 2 ადამიანზე
ნომერი 625 ლარი 875 ლარი
პრემიუმ კოტეჯი 1000 ლარი 1250 ლარი
გრანდ პრემიუმ კოტეჯი  2500 ლარი 2500 ლარი

 

 

 

 

 

ყველა ნომერში არის: 

  • Wi-fi
  • ტელევიზორი
  • სეიფი
  • არომათერაპია
  • ხალათი
  • პირსახოცები
  • ჰიგიენური ნივთები ფრანგული ლუქს ბრენდისგან

სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი მომსახურებითაც, როგორიცაა სამრეცხაო (გამოიყენება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი საშუალებები) და დაუთოება.

სერვისი ასევე გულისხმობს სპეციალური მობილური აპლიკაციით სარგებლობას, ინდივიდუალურ ველნეს თერაპევტსა და ფიტნეს ინსტრუქტორს.