ღვინის ტური
ღვინის ტური შატო ზეგაანში (ექსკლუზიურად ბიოლისგან)
სტუმრობა ადგილობრივ სამეღვინეო მამულში ღვინის სამშობლოში მოგზაურობის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილია.
შატო ზეგაანი, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში, თავადი ალექსანდე ჭავჭავაძის მიერ ფრანგული შატოს მსგავსად იქნა მოწყობილი, ქვეყანაში ევროპული მეღვინეობის კერას წარმოადგენს. დიდი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე მამული კახეთის რეგიონში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ის რუსი იმპერატორის, ალექსანდრე III-ის საყვარელ საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. დღეს შატო ზეგაანი ტატულაშვილების ოჯახს ეკუთვნის, რომელიც ძვირფას, ორგანულ ქართულ ღვინოებს აწარმოებს.
ღვინის ტური შატო ზეგაანში სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ავთენტური გარემო, უგემრიელესი ღვინოები და ულამაზესი მამული არავის ტოვებს გულგრილს. საინტერესო პროგრამა ქართული მეღვინეობის კულტურას საინტერესო კუთხით წარმოაჩენს. ღვინის ტური დილიდან საღამომდე გრძელდება და ღვინის დეგუსტაციის გარდა, მოიცავს ექსკურსიას მამულში, თონეში შოთის გამოცხობას და ტრადიციულ ქართულ სადილს.