ჯანმრთელობის რესურსების მართვა

ველნეს პროგრამის მიზანი უჯრედულ დონეზე დაავადებების რისკ-ფაქტორების წინასწარი გამოვლენა, ჯანმრთელობის რესურსების მართვა და მათი ფუნქციური გაუმჯობესებაა.

ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემას საკუთარი, შეზღუდული რესურსი გააჩნია. ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და დაავადებების პრევენციისთვის ამ რესურსების სწორ მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ბიოლის მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდი ჯანმრთელობის რესურსების შესაფასებლად ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს და გაჯანსაღების ინდივიდუალურ სტრატეგიას ქმნის.

პროგრამის შედეგად მცირდება მძიმე, ქრონიკული დაავადებების რისკები, მაქსიმალურად იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი, ხდება უჯრედების განახლება, რაც ორგანიზმის სრულ რევიტალიზაციას უწყობს ხელს. პროგრამის გავლის შედეგად მიღებული პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, აღმოაჩინოთ და მუდმივად აკონტროლოთ ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ცხოვრების მაღალი ხარისხის გარანტიაა.

  • პროგრამაში ასევე შედის სამჯერადი ველნეს კვების მენიუ ქართული ენდემური ფიტოელემენტების დანამატებით
  • ამასთან, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაძლებელია დამატებით შეიძინოთ ველნეს თერაპიები და ესთეტიკური პროცედურები

 

კონსულტაცია-დიაგნოსტიკა

  • ჯანმრთელობის რესურსების დიაგნოსტიკა

პროცედურები

  • ანტიოქსიდაციური შეფუთვა (Green Tea)
  • ბიო-იდენტური სასიგნალო თერაპია
  • თავ-კისრის მასაჟი
  • კინეზიოთერაპია (Crossover)
  • კინეზიოთერაპია (Fitball)
  • კოლხური მასაჟი
  • ფიტო აბაზანა, კონტრასტული შხაპი, შთაბეჭდილებების შხაპი
  • იმპულსური მაგნიტოთერაპია
  • ნეიროსედაციური მასაჟი
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული
  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • ტანის მაქსიფლექსი
  • ტერფის მაქსიფლექსი
  • ქვემო კიდურების კრიო შეფუთვა
  • შეფუთვა დეტოქსის ეფექტით (Green Tea)
  • შეფუთვა მკვებავი ეფექტით (Honey)
  • ძვალ-სახსროვანი ვარჯიშები
  • წყლის ველოსიპედი
  • ხირომასაჟი
  • ჰალოთერაპია
  • ჰემოლიმფოდრენაჟი
  • ტანის დერმოტონია

ხანგრძლივობა: 7–14 დღე

ფასი: 7 დღე — 6,867 ლარი, 14 დღე — 13,735 ლარი