ოპტიმალური დეტოქსი

ბიოლის საავტორო დეტოქს მეთოდი უნიკალურია და შემუშავებულია შვიდწლიანი სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების საფუძველზე, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი სპეციალისტები.

პროგრამა რეკომენდებულია ყველასთვის, ვინც ხშირად იღებს მედიკამენტებს, არაჯანსაღ საკვებს, ალკოჰოლს/თამბაქოს მოიხმარს, ხანგრძლივი სტრესის ქვეშ იმყოფება და არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოში (დიდი ქალაქები, მეგაპოლისები, ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონები) ცხოვრობს/მუშაობს.

პროგრამის მიმდინარეობისას ტოქსინებისგან თავისუფლდება მთელი სხეული, მათ შორის საჭმლის მომნელებელი სისტემა. შედეგად უმჯობესდება მეტაბოლიზმი, რაც დადებითად აისახება წონის კლებაზეც. ქრება სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება. ენერგიის მოზღვავებასთან ერთად შესამჩნევად იზრდება ადამიანის გონებრივი პოტენციალი.პროგრამის გავლის შემდეგ ადამიანი 2-3 წლით გაახალგაზრდავებულად გამოიყურება.

ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინების და მძიმე მეტალების გამოდევნა დეტოქსის უსაფრთხო, არაინვაზიური მეთოდით ხდება. დიაგნოსტიკის ზუსტი მეთოდი საშუალებას გვაძლევს, პროგრამა სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით შევადგინოთ. 

---

საავტორო დეტოქს მეთოდის შექმნის კოორდინატორია ბიოლის მთავარი ველნეს ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი მიხეილ ქოჩიაშვილი.


 

ხანგრძლივობა: 7 დღე

ფასი: 8,899 ლარი