მდგრადი იმუნიტეტი

იმუნური სისტემის გაძლიერებას ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მასზეა დამოკიდებული ორგანიზმის უნარი, თავიდან აიცილოს ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები ან მაქსიმალურად შეამსუბუქოს მათი მიმდინარეობა.

იმუნური სისტემა რთული ფენომენია. ის უჯრედების, ცილების, ქსოვილების და ორგანოების ერთობლიობას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ სისტემაზე გავლენას უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული ფაქტორი ახდენს. მათი ანალიზის შედეგად, ბიოლის სამეცნიერო გუნდი იმუნოთერაპიის ინდივიდუალურ გეგმას ქმნის, რომელიც მთელი სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზეა ორიენტირებული.

პროგრამის გავლის შედეგად ძლიერდება იმუნიტეტი და აქტიურდება ორგანიზმის დაცვითი ფუნქციები. აეროთერაპია და მარილის ოთახი ხელს უწყობს ფილტვების გაჯანსაღებას. უმჯობესდება საერთო თვითშეგრძნება და ემოციური სტატუსი, იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი და დაავადებების მიმართ რეზისტენტულობა.

კომპლექსური იმუნოთერაპია რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს:
 

სამედიცინო დიაგნოსტიკა:

  • ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, ვიტამინი D, B12, ოქსიდაციური სტატუსის განსაზღვრა);
  • კარდიოსქრინინგი;
  • ვენების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება;
  • სხეულის შემადგენლობის შესწავლა  - ორგანიზმში ცხიმის, სითხის (უჯრედგარე და უჯრედშორისი), ძვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილების, მინერალების, ცილების შემცველობის და მათი პროპორციის დადგენა;
  • სპექტრომეტრია - უჯრედში 20 სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტისა და 14 ტოქსიკური მძიმე მეტალის  შემცველობის განსაზღვრა;
  • ველოერგომეტრიული ტესტი;
  • ფლექსომეტრია;
  • დინამომეტრია;
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია.
     

ინტრავენური ინფუზიები:

  • ანტიოქსიდაციური თერაპია;
  • ინოვაციური აპარატურული OPL თერაპია.
     

ჯანსაღი კვება და ნაწლავური იმუნიტეტის გაუმჯობესება:

  • ნაწლავური ფლორის მოწესრიგება;
  • საკვები დანამატებისა და ვიტამინების შერჩევა ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად;
  • კვების მოდელის შერჩევა;
  • იმუნომოდულატორული ნუტრიენტებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი სამჯერადი კვება.
     

ველნეს პროცედურები:

  • ბიო-იდენტური სასიგნალო თერაპია;
  • სხეულის გამაჯანსაღებელი მასაჟები;
  • ფიტო პროცედურები;
  • ჰალოთერაპია.
     

ფიზიკური აქტივობა:

  • კინეზიოთერაპია;
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული;
  • სუნთქვის ჰიგიენა.
     

სტრესის მართვა:

  • ცირკადული რიტმის  და ძილის მოწესრიგება;
  • დღის რეჟიმის დაბალანსება;
  • ფორესტ თერაპია.

ხანგრძლივობა: 7 - 14 დღე

ფასი: 7 დღე - 8,010 ლარი, 14 დღე - 14,418 ლარი