სტრესის დონე

აღნიშნული დიაგნოსტიკის შედეგად ხდება როგორც ფსიქოლოგიურ, ისე უჯრედულ დონეზე არსებული (ოქსიდაციური) სტრესის დონის განსაზღვრა.

ორგანიზმის უჯრედებში თავისუფალი რადიკალების რაოდენობისა და ანტიოქსიდანტური აქტიურობის თანაფარდობის გაზომვა საშუალებას გვაძლევს დროულად შევაფასოთ უჯრედულ დონეზე დაწყებული „რღვევის“ პროცესი, რაც არა მხოლოდ ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს, არამედ ასზე მეტი დაავადების (ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური პათოლოგიები და ა.შ.) განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. 

ცენტრალური ნერვული სისტემის მეფინგი არაინვაზიური კვლევაა, რომელიც განსაზღვრავს თავის ტვინის სხვადასხვა უბნების აქტივობას, კონცენტრაციის, რელაქსაციის და სტრესის სტატუსს.
 

  • ექიმ-კოორდინატორის კონსულტაცია
  • ოქსიდაციური სტატუსის შეფასება / FORD + FORT / d-ROMs + PAT
  • ფსიქოლოგის კონსულტაცია 

პაკეტის ღირებულება: 772 ლარი