ფიტნეს სტატუსი
ფიტნეს-დიაგნოსტიკა ძვალ-სახსროვანი სისტემის მდგომარეობის შეფასებას გულისხმობს, რაც აუცილებელია ინდივიდუალური ფიზიკური აქტივობის დაგეგმვისა და სხეულის ელასტიურობის გაუმჯობესებისთვის.
ხერხემლის მოქნილობის და კუნთოვანი ძალის გაზომვა, კარდიო-რესპირატორული სისტემის ფუნქციის შეფასებასთან ერთად, საშუალებას იძლევა, შეიქმნას ინდივიდუალური ფიტნეს-პროფილი. დიაგნოსტიკის ფარგლებში ხდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი პროცესების ადრეული ნიშნების გამოვლენა.
- ექიმ-კოორდინატორის კონსულტაცია
- ველოერგომეტრული ტესტი
- ფლექსომეტრია
- თერმოგრაფია