კულტურული პროგრამები

ახალი ადგილების დათვალიერება, რაც ხშირად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის, შესანიშნავი თერაპიაა იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნო.

სწორედ ამიტომ, ქვეყნის საუკეთესო ტურ-სააგენტოებთან ერთად ბიოლი ახდენს გასვლითი ტურების ორგანიზებას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს ისტორიული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ქართული ფოლკლორის და ტრადიციული სუფრის თავისებურებების გაცნობა, ეროვნული კერძებისა და უნიკალური ქართული ღვინოების დეგუსტაცია.

ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებს შეუძლიათ აეროსტატით გადაუფრინონ კავკასიონის დიდი ქედის სამხრეთ კალთებზე გაშენებულ ვენახებსა და ხეხილის ბაღებს, ტყეებს, ტბებს და მდინარეებს. მათ ასევე დააინტერესებთ პარაპლანით მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, აქტიური დასვენების მოყვარულებს კი მთებში რაფტინგის დაუვიწყარი ტური ელოდებათ.

კულტურული ტურის მნიშვნელოვანი ნაწილია აბანოთუბანში სტუმრობა, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ გოგირდის სამკურნალო წყლების აბაზანებით, დაისვენონ და ამავდროულად, დატკბნენ ძველი თბილისის პეიზაჟებით.

მტკვარზე ტივით გასეირნება განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს ისტორიული თბილისის სილამაზეს, იდუმალებით მოცულ ძველ შენობებს.