დიაგნოსტიკა

თერმოგრაფია - 116 ₾

სქრინინგის საუკეთესო მეთოდი შესაძლო ფარული ანთებითი პროცესების დასადგენად და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. აფიქსირებს უჯრედის ინფრაწითელ გამოსხივებას 0,02 გრადუსი ცელსიუსის სიზუსტით. ეკოლოგიურია 100%-ით.
 

ექოკარდიოგრაფია – გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა - 319 ₾

განსაზღვრავს გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების მუშაობას, აფასებს გულის კუნთის კუმშვადობას და ფუნქციურ მაჩვენებლებს.
 

ფიტნეს სტატუსის განსაზღვრა (ანთროპომეტრული გაზომვები, ფლექსომეტრია, ველოერგომეტრული ტესტი) - 116 ₾

საშუალებას იძლევა განისაზღვროს ფიზიკური ვარჯიშებისთვის ორგანიზმის მზადყოფნის უსაფრთხო დონე.
 

ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია - 290 ₾

განსაზღვრავს ენდოკრინული ჯირკვლის განლაგებას, მის ზომებს, სტრუქტურას, ანატომიურ თავისებურებებს, დიფუზური და კეროვანი ცვლილებების არსებობას, სისხლის ნაკადის მდგომარეობას.
 

ელექტროკარდიოგრამა - ECG - 319 ₾

აფასებს გულის მუშაობას მისი ელექტრული აქტივობის დადგენის გზით.
 

ოქსიდაციური სტატუსის შეფასება - 348 ₾

თავისუფალი რადიკალებისა და ანტიოქსიდაციური პოტენციალის განსაზღვრა უჯრედის დონეზე. ანტიოქსიდაციური სტატუსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაადრევი დაბერების და 200-მდე დაავადების პრევენციის კუთხით.
 

სპექტრომეტრია (მიკროელემენტების და მძიმე ლითონების შემცველობის განსაზღვრა) - 348 ₾

მეთოდი ეფუძნება ქრომატოგრაფიის პრინციპს. განსაზღვრავს ორგანიზმში მიკროელემენტების დონეს, ასევე მძიმე ლითონების და მარილების არსებობასა და რაოდენობას.
 

ბიოიმპედანსომეტრია - სხეულის ქსოვილოვანი კომპონენტების დიაგნოსტიკა - 116 ₾

იძლევა სხეულის შემადგენლობის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღების საშუალებას. საშუალებას გვაძლევს გამოთვალოთ ჩონჩხის, კუნთების და ცხიმოვანი ქსოვილის, აგრეთვე ორგანიზმში არსებული სითხეების ზუსტი თანაფარდობა.
 

ვენების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება – Venoscreen - 116 ₾

განსაზღვრავს სხეულის ვენური სისტემის მდგომარეობას, ვარიკოზული დაავადების განვითარების რისკებს.
 

არტერიოგრაფია – სისხლძარღვთა ელასტიკურობის განსაზღვრა - 116 ₾

განსაზღვრავს ორგანიზმში სისხლძარღვების ელასტიკურობას.
 

გულის რიტმის ვარიაბელურობის ტესტი - HRV - 116 ₾

დარღვევების შემთხვევაში აჩვენებს გულის რიტმის დარღვევის განვითარების რისკის ხარისხს, ასევე გულისა და ტვინის ურთიერთქმედებას და ვეგეტატიური ნერვული სისტემის დინამიკურობას.
 

არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი - BP monitoring during 24 hours - 116 ₾

ზუსტად განსაზღვრავს არტერიული წნევის ცვლილებების დღე-ღამის ციკლს.

 

სომნოგრაფია - 700 ₾  

ახდენს ძილის აპნოეს დიაგნოსტიკას. სრულფასოვნად აფასებს ძილის ფაზების  ხანგრძლივობას. ინოვაციური აპარატის (watchpat) მეშვეობით განისაზღვრება შვიდი პარამეტრი:  გულის რიტმი, ჟანგბადის შემცველობა სისხლში, ხვრინვა, სხეულის მდგომარეობა ძილის დროს, PAT (პერიფერიული არტერული სიგნალი), მოტორული აქტივობა, გულმკერდის მოძრაობა.  
 

პოლისომნოგრაფია - 1221 ₾

წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ძილის დიაგნოტიკაში. იკვლევს ორგანიზმის ფუნქციებს ძილის დროს. საჭიროა ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, რომელთა გამოვლენაც მხოლოდ ღამის ძილის დროს არის შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა, ესენია: ძილის პროცესში სუნთქვის შეჩერება ხვრინვის დროს (წონაში მომატების, არტერიული ჰიპერტონიის, დღის ძილიანობის და ა.შ. მიზეზი), მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ლუნატიზმი და სხვადასხვა ხასიათის უძილობა. 
 

სახის კანის დიაგნოსტიკა - 87 ₾

აფასებს კანის მდგომარეობას, დატენიანების ხარისხს, პიგმენტაციის დონეს და ა.შ.