ექსპრეს დეტოქსი

ექსპრეს დეტოქსი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც ენერგიის აღდგენა და სასიცოცხლო ტონუსის გაზრდა სურს. სხეულის ტოქსინებისგან გაწმენდა დადებითად აისახება გარეგნობასა და ემოციურ სტატუსზეც. კანი კვლავ იძენს ჯანსაღ ელფერს, უმჯობესდება განწყობა, დაღლილობის შეგრძნება კი უკვალოდ ქრება.

სისხლში და ლიმფურ სისტემაში დაგროვებული ტოქსინების და მძიმე მეტალების გამოდევნა დეტოქსის უსაფრთხო, არაინვაზიური მეთოდით ხდება. სპეციალური კვებითი რაციონის და თერმული ველნეს პროცედურების დახმარებით, აქტიურდება ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციის პროცესი და უმჯობესდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა.

ექსპრეს დეტოქსი რეკომენდებულია ყველასთვის, ვინც იღებს არაჯანსაღ საკვებს, ალკოჰოლს/თამბაქოს მოიხმარს და არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოში (დიდი ქალაქები, მეგაპოლისები, ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონები) ცხოვრობს.

ბიოლის საავტორო დეტოქს მეთოდი უნიკალურია და შემუშავებულია შვიდწლიანი სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების საფუძველზე, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი სპეციალისტები. საავტორო დეტოქს მეთოდის შექმნის კოორდინატორია ბიოლის მთავარი ველნეს ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი მიხეილ ქოჩიაშვილი.

 

პაკეტში შედის:

კონსულტაცია და დიაგნოსტიკა

  • ველნეს ექსპერტის კონსულტაცია
  • სპექტრომეტრია — მიკროელემენტების და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენა
  • თერმოგრაფია

კვება

  • სამჯერადი ველნეს კვება
  • დეტოქს სმუზი
  • Detox ჩაი 
  • Anti-stress ჩაი
  • საკვები დანამატები

პროცედურები ქალებისთვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული
  • დეტოქს სეანსი ინფრაწითელ საუნაში ან Wellness Cocoon-ში (45 წუთი)
  • ჰემოლიმფოდრენაჟი
  • ბიო იდენტური სასიგნალო თერაპია
  • ზღვის მაგნიუმით შეფუთვა
  • ფიტო აბაზანა

პროცედურები კაცებისთვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული
  • დეტოქს სეანსი ინფრაწითელ საუნაში ან Wellness Cocoon-ში (45 წუთი)
  • ხირომასაჟი
  • ტერფის მაქსიფლექსი
  • ბიო იდენტური სასიგნალო თერაპია

 

ხანგრძლივობა: 3 დღე

პაკეტის ღირებულება: 1,638 ლარი