ძილის ხელოვნება

პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ძილის ხარისხის გაუმჯობესება და შინაგანი ბიორიტმის მოწესრიგება ორგანიზმის სწორი და ჰარმონიული ფუნქციონირებისთვის.

ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შენარჩუნების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ის დახარჯული ენერგიის აღდგენის ერთადერთი საშუალებაა. კარგი ხარისხის ძილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის სტრესთან გამკლავების უნარს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. 

პროგრამის განმავლობაში ბიოლის სპეციალისტები ძილის დარღვევის ზუსტ დიაგნოსტირებას ახდენენ. თქვენ შეძლებთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია იმ ფიზიკურ და ემოციურ ბარიერებზე, რომლებიც ხელს უშლის სრულყოფილ ძილს. პროგრამა ორიენტირებულია ცირკადული რიტმის (ძილ-ღვიძილის 24 საათიანი ციკლი) დარეგულირებაზე, ძილის აპნოეს, ინსომნიის და სხვა დარღვევების აღმოჩენასა და კონტროლზე.

ბიოლში ძილის ხარისხის გაუმჯობესებისთვის უპირატესობა კომპლექსურ მიდგომას ენიჭება. მასში გაერთიანებულია მაღალტექნოლოგიური ველნეს პროცედურები, ფიზიკური თერაპია, ფიტოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები და სპეციალური დანამატებით გამდიდრებული კვებითი რაციონი.

პერსონალიზებული ველნეს გეგმა მოკლე ხანში უზრუნველყოფს ცირკადული რიტმის დარეგულირებას, ძილის ჰიგიენის მოწესრიგებას და სტრესის შემცირებას.

 

კონსულტაცია:

  • ექიმის კონსულტაცია
  • სომნოლოგის კონსულტაცია
  • ველნეს ექსპერტის კონსულტაცია
  • ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია

დიაგნოსტიკა:

  • ოქსიდაციური სტატუსის შეფასება
  • სპექტრომეტრია — მიკროელემენტების და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენა
  • თერმოგრაფია
  • სხეულის შემადგენელი ქსოვილოვანი კომპონენტების პროპორციის განსაზღვრა
  • გულის რითმის ვარიაბელობის ტესტი — HRV
  • სომნოგრაფია
  • Vitamin D და B12, Mg განსაზღვრა

ველნეს პროცედურები:

  • ზღვის მაგნიუმით შეფუთვა
  • ფიტო აბაზანა
  • ტერფის მაქსიფლექსი
  • ნეიროსედაციური მასაჟი
  • ბიო იდენტური სასიგნალო თერაპია
  • მაგნიტოთერაპია
  • ველნეს კაფსულა 
  • ინფრაწითელი საუნა

ფიზიკური აქტივობა:

  • სუნთქვის ჰიგიენა
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული
  • კინეზიოთერაპია

დამატებითი კომპონენტები:

  • სამჯერადი ველნეს კვება
  • არტ თერაპია

ხანგრძლივობა: 7–14 დღე

ფასი: 7 დღე — 7,816 ლარი, 10 დღე — 10,700 ლარი, 14 დღე — 14,285 ლარი