.jpg)
Smart Detox
ბიოლის საავტორო დეტოქს მეთოდი უნიკალურია და შემუშავებულია შვიდწლიანი სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების საფუძველზე, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი სპეციალისტები.
პროგრამა რეკომენდებულია მათთვის, ვინც იღებდა ფსიქოტროპულ/საძილე ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ანტიბიოტიკებს, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს; მოიხმარს თამბაქოს; მიღებული აქვს საერთო ნარკოზი; ამჩნევს ნაადრევი დაბერების სიმპტომებს; ცხოვრობს არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოში (დიდი ქალაქები, მეგაპოლისები, ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონები).
პროგრამის მიმდინარეობისას ტოქსინებისგან თავისუფლდება მთლიანი სხეული, მათ შორის ცხიმოვანი ქსოვილიც, სადაც მავნე ნივთიერებების დიდი რაოდენობით აკუმულაცია ხდება. შედეგად საგრძნობლად უმჯობესდება მეტაბოლიზმი და ხდება ზედმეტი კილოგრამების მოშორება. იწყება უჯრედების აღდგენის პროცესი, რასაც სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებამდე მივყავართ. პროგრამას შესანიშნავი ეფექტი აქვს კანზეც - მისი სტრუქტურა უმჯობესდება, ზედაპირი კი იდეალურად გლუვი და სუფთა ხდება. პროგრამის გავლის შემდეგ ადამიანი 3-5 წლით გაახალგაზრდავებულად გამოიყურება.
ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინების და მძიმე მეტალების გამოდევნა დეტოქსის უსაფრთხო, არაინვაზიური მეთოდით ხდება. დიაგნოსტიკის ზუსტი მეთოდი საშუალებას გვაძლევს, პროგრამა სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით შევადგინოთ.
---
საავტორო დეტოქს მეთოდის შექმნის კოორდინატორია ბიოლის მთავარი ველნეს ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი მიხეილ ქოჩიაშვილი.