პრემიუმ "განახლება"

ველნეს პროგრამის მიზანი ორგანიზმის სრული რევიტალიზაცია და სასიცოცხლო პოტენციალის გაზრდაა. 
 
ანამნეზის და დიაგნოსტიკური კვლევების საფუძველზე შექმნილი პერსონალური პროგრამა მიმართულია უჯრედულ დონეზე არსებული დარღვევების კორექციისა და ჯანმრთელობის აღდგენისაკენ. 
 
კომპლექსური ველნეს თერაპიის შედეგად უმჯობესდება სტრესის/დაავადებ(ებ)ის შედეგად კომპრომეტირებული ფიზიკური და მენტალური სტატუსი, მეტაბოლიზმი და ენერგეტიკული ბალანსი, საერთო თვითშეგრძნება; იზრდება შრომისუნარიანობა.
 
ინდივიდუალურად შერჩეული ველნეს პროცედურები და სამკურნალო ფიტორესურსებით მდიდარი რაციონი ხელს უწყობს სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ეფექტურად ანეიტრალებს მედიკამენტური თერაპიის უარყოფით შედეგებს. 
 
იონიზირებული მთის ჰაერი ასუფთავებს სასუნთქ სისტემას, ხოლო ინფუზიური თერაპია  ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტულობას ვირუსული და ინფექციური დაავადებების მიმართ. 

პროგრამა ორგანიზმს თვითგაჯანსაღებაში ეხმარება, რაც სასიცოცხლო პოტენციალის სრულად აღდგენის საშუალებას იძლევა.
 

  • პროგრამაში შედის სამჯერადი ველნეს კვების მენიუ ქართული ენდემური ფიტოელემენტების დანამატებით, ასევე საკვები დანამატები და მელატონინი საჭიროების შემთხვევაში
  • პროგრამის კომპონენტები სრულად შეგიძლიათ იხილოთ "დეტალები"-ს განყოფილებაში

ხანგრძლივობა: 7 - 14 დღე

ფასი: 7 დღე - 8,805 ლარი, 14 დღე - 16,698 ლარი